23 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ავჭალაში - ბარალეთის ქუჩაზე ზედამხედველობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა და საცხოვრებელი სახლი დაშალა

ხმაური და დაპირისპირება ავჭალაში. ბარალეთის ქუჩაზე ზედამხედველობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა და საცხოვრებელი სახლი დაშალა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. სახლი სადაც სოციალურად დაუცველი დედა-შვილი ცხოვრობდა, სახლემწიფოს საკუთრებაშია.

ნიკოლოზ ზარიძე დედასთან ერთად, ღია ცის ქვეშ თავშესაფრის გარეშე დარჩა. ავჭალის ამ შემაღლებულ ადგილზე ოჯახი უნებართვოდ მრავალი წელია ცხოვრებს, ტერიტორის სახელმწიფო საკუთრებაშია.

დღეს დილით ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლებმა ბარალეთის ქუჩაზე მძიმე ტენიკა შეიყვანა და ტერიტორიის გასუფავება და სახლების აღების პროცესი დაიწყო. დაანგრია ზარიძეების სახოვრებელი სახლი. პროცესს დაგილზე დაპირიპირება მოყვა. ოჯახის დიასახლისი ჟუჟუნა ზარიძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. 
ავჭალის ამ შემაღლებულ ადგილზე, ზარიძეების მსგავსად 10- მდე ოჯახი 7 წელია ცხოვრობს, ნაწილი სოციალურად დაუცველია. ტერიტორიაზე კომუნიკაციები - წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, მათ შორის, საკანალიზაციო სისტემაც არ არსებობს.

მთაგორიან ადგილას განლაგებული სახლების ნაწილი ფიცრებით ნაშენია, ნაწილი სამშენებლო ბლოკით. თბილისის მერიამ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2 წლის წინ გაფრთხილება მისცა უნებრთოთ დაკავებული ტერიტორია დაეტოვებინათ. ბარალეთის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა სახცოვრებელი ადგილი ვერ დატოვეს, რადგან წასასვლელი არსად ქონდათ.

თბილისის მერიაში გასხვავეულ ინფორმაციას გვაწვდიან. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზედამხედველობის სასსახურის წარმომადგენლები ადგილზე რამდენჯერმე მივიდნენ და მოსახლეობას გაფრთილება მისცეს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაეტოვებინათ.

თბილისი მერიასთან მოსახლეობა დათმობაზე წავლას იმ შემთხევაში აპირებს, თუ მუნციპალიტეტი ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს. წინააღმდეგ შემთხევაში, ამბობენ, რომ ძალისმიერი მეთოდების მიუხედავად, ახალ სახლს ტეროტორიაზე ისევ ააშენებენ.

 

დღის ამბები