19 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
"ძალიან ადრეა ჩემგან შეფასების გაკეთება" - კარლ ჰარცელი უგულავას საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა.

როგორც კარლ ჰარცელმა მედიასთან აღნიშნა, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, შეხვედრაზე ოპოზიციის წევრებთან გასაუბრების საშუალება ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება ნაადრევია. 

"ძალიან ადრეა ჩემგან შეფასების გაკეთება. მოვისმინე განცხადება, ასევე მქონდა ამ საღამოს ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. გაგრძელდება დისკუსიები, რათა ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. იმის გასარკვევად თუ როგორია სიტუაცია, დიალოგს ყველა მხარესთან გავაგრძელებთ," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.  

დღის ამბები