20 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
"ლელოს" საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით გადაწყევტილება არ მიუღია - ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ლელო" ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ჯერჯერობით ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით პარტიული გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "ლეიბორისტული პარტიის"  ოფისში  შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენ ჩვენი გეგმით ვვითარდებით, "ლელოს" პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები