19 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ჩვენც გვირჩევნია, არც ჩვენმა და არც ყოფილმა მაღალჩინოსნებმა არ დაუშვან ბიუჯეტის ასეთი გაფლანგვა - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას "ოცნების" ის მაღალჩინოსნები გაიხსენა, რომლებიც, ასევე ბიუჯეტის გაფლანგვაში არიან ბრალდებულნი. ვოლსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფებას ურჩევნია, ბოიკოტირებისა და პიკეტირების ნაცვლად, ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს.

"ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ისხდნენ პარლამენტში, არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში და ძალიან გვირჩევნია, რომ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, სამწუხაროდ, რამდენიმემ ასეთი გადაცდომა დაუშვა, ისევე როგორც ოპოზიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, არ დაუშვან ბიუჯეტის ესოდენ მნიშვნელოვანი, სერიოზული გაფლანგვა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები