23 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილემ ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცია გამართა 

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცია გამართა. "ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო. მასში ჩართულია 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგი.

2020 წლის სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი ჩაერთვება.

"ჩვენი პროექტის მიზანია, სკოლას მივცეთ შესაძლებლობა და ცოდნა, თუ როგორ შექმნას სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ეროვნულ მიზნებს და ბავშვის საჭიროებებს,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ. 

 

დღის ამბები