19 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
საბავშვო ბაღში ხანძრის გაჩენის დროს 28 ბავშვი იმყოფებოდა - ზუგდიდში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

ზუგდიდის სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამახურის ოთხი ბრიგადა მუშაობს.მაშველები შენობის სახურავზე მუშაობენ, სადაც ცეცხლი გაჩნდა.

ბაღის გამგის ინფორმაციით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც სააღმზრდელო პროცესი სრულდებოდა.

“შენობაში 28 ბავშვი და მასწავლებლები იყვნენ. როგორც კი კვამლი შევნიშნეთ, გამოვიყვანეთ მაშინვე. ოთახებში არ არის მოდებული ცეცხლი, ინვენტარიც გადარჩა”,-აღნიშნა მან.

ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფენოდნენ.

“პირველადი დათვალიერებით ასე ჩანს, რომ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ყველაზე მთავარია, რომ არავინ არის დაშავებული”, - აღნიშნა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ააიპ სააღმზრდელო დაწესებილებათა მართვის ცენტრია ხათუნა თოლორაიას თქმით, პროცესის გასაახლებლად ფართის მოძიებას შესაბამისო სამსახური ხვალიდან დაიწყებს. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგინდება, არის თუ არა შენობა ვარგისი იმისთვის, რომ სააღმზრდელო პროცესი განახლდეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე, ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები