19 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
საქმის გარჩევა "კრიმინალური ავტორიტეტების" ჩარევით - ქობულეთის რაიონში პოლიციამ 42 წლის მამაკაცი დააკავა

ქობულეთის რაიონის მაღალმთიან სოფელში, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება დღეს დილიდან შენიშნეს. სპეცოპერაცია დიასამიძეების ოჯახში ჩატარდა. 

პოლიციამ 42 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ჩიტიძე საზღვარგარეთ დასაქმების პირობით და მოტყუებით, დაკარგული თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ამისთვის დახმარება მან ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს სთხოვა.

დაკავებული ჩიტიძე თანხის მითვისებაში ცოლ-ქმარს დავით მუხიგულაშვილს და ნატალია შენგელიას ადანაშაულებს. სქემის მიხედვით, არსებობდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო ვიზით წასვლას და მაღალანაზღაურებად სამსახურებს ჰპირდებოდა. ამისათვის თანხას წინასწარ იღებდნენ, ხოლო დასაქმების მსურველი საბოლოოდ, მაინც უმუშევარი რჩებოდა. დაზარალებულებისგან შეწუხებულმა ცოლ-ქმარმა კი საქმეში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩარია. სწორედ ასე აღმოჩნდა ყველა საბრალდებო სკამზე.

არსებობს ფარული აუდიო მასალა, რომელიც ქურდული სამყაროს დაპირისპირებულ წევრებს შორის სატელეფონო გარჩევას ასახავს. პირები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, თანხმდებიან თარიღზე, როდესაც გამოძიების ვერსიით დანაშაულებრივი სქემის ავტორმა ცოლ-ქმარმა, დაზარალებულს კუთვნილი თანხა უნდა დაუბრუნოს. ასევე ისინი ახსენებენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს "ბურდღუნიჩას", იგივე ნიკოლოზ ფურცხვანიძეს.

პირი, რომელიც ფარულ აუდიომასალაში მეორე ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება საბა ბაბუხადიაა. ის ამ კრიმინალურ გარჩევაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. მისი ოჯახის წევრებმა ბაბუხადიას საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. მისი დაკავების შესახებ კი ინფორმაცია "კურიერისგან" შეიტყვეს.

საქმის მასალების მიხედვით ე.წ. გარჩევაში ცოლ-ქმრის პოზიციას და ურთიერთობის დალაგებას ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მამუკა მგალობლიშვილი ცდილობდა.

ის საკუთარი სახლიდან გამთენიისას აიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და შესაბამისად, ვერანაირ დანაშაულში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.

გამოძიების პირველადი შედეგით, საქმეს სულ 6 ბრალდებული ჰყავს. თუმცა ცოლ-ქმრის სავარაუდო თაღლითური სქემის სრულად გაშიფვრისთვის გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები