20 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
შეფერხება მეტროსადგურში - საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო

შეფერხება მეტროსადგურში - საბურთალოს ხაზზე, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც "რუსთავი 2-ს" "თბილისის მეტროპოლიტენში" განუცხადეს, მიზეზი წერეთლის სადგურზე დაფიქსირებული პრობლემა გახდა. კერძოდ, ძველ საკაბელო ქსელს პრობლემა შეექმნა, რის გამოც ადგილზე ტექნიკური ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ამ დროისთვის, შეფერხება აღმოფხვრილია და მატარებლები უპრობლემოდ გაადადგილდებიან.

 

 

 

დღის ამბები