19 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
ხანძარი სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში - გამომწვევი მიზეზები უცნობია

ხანძარი იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე საბავშო ბაღში.

ცეცხლი ბაღის შენობის სახურავს მაშინ გაუჩნდა, როდესაც იქ აღსაზრდელები იმყოფებოდნენ. შენობაში ხანძრის დროს 28 ბავშვი და მასწავლებლები იყო.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ინვენტარი კი ცეცხლმოკიდებული შენობიდან ხალხის დახმარებით გამოიტანეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები