20 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
2019 წლის ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს - ნათია თურნავა

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აფასებს. გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებულ მიგნებებს მოიცავს, აღნიშნულია, რომ 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6 %-იან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება და ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. 

"ეკონომიკური ზრდა 2019 წელს ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. მოგეხსენებათ, 4.6% იყო პროგნოზი, რაც გააკეთა სავალუტო ფონდმა, ხოლო რეალურად ზრდა არის 5.2%, რაც არის ბევრად მაღალი. ასევე, გარდა მაღალი ზრდისა, სავალუტო ფონდმა აღნიშნა და ეს მართლაც დიდი მიღწევაა, რომ გაუმჯობესდა ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსი. მთლიანობაში, ქვეყანა ვითარდება პოზიტიურად, სწორად, ინვესტორებს აქვთ დიდი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები