20 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ლისის ტბაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ოთხთვიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა ლისის ტბაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. საუბარია 2019 წლის 6 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე, როცა, გამოძიების ინფორმაციით, 40 წლის გოჩა ვეფხვაძე მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით იძლებით წაიყვანეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ვეფხვაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე საქმეზე პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული კიდევ 3 პირი.

დღის ამბები