23 თებერვალი 2020,   06:10
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი საქმესთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასა" და "ევროპული საქართველოს" შორის შეთანხმებაზე საუბრობს

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ბრალდებამ. შემდგომ კი დაცვის მხარე გონივრულ ვადაში მოამზადებს საკუთარ მოსაზრებებს . მიხეილ კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ის შეძლებს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას და საქმეზე გამამართლერბელი განაჩენი დადგება.

ზურაბ თოდუას თქმით, საქმეზე 150 მოწმე დაიკითხა და ბრალდება მხოლოდ სამ ჩვენებას იყენებს მიხეილ კალანდიას ბრალის დასამტკიცებლად. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა იძულებულია, საქართველოს პარლამენტიდან მიღებული პოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს.

"პარლამენტში მოლაპარაკებას და შეთანხმებას ჰქონდა ადგილი „ქართულ ოცნებას“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის, რადგან ერთს აწყობდა, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ბუნტი, ანუ ზაზა სარალიძეს შეეწყვიტა აქციები, მეორეს კი იმედი ჰქონდა, რომ თუ კალანდიას დააპატიმრებდნენ, მირზა სუბელიანს თურმე გააჩნდა ივანე მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის კადრები და ასეთ შემთხვევაში, ეს კადრები გასაჯაროვდებოდა,“ - აცხადებს კალანდიას ადვოკატი.

საქმის პროკურორის თქმით კი წერილობითი სახით წარმოადგინა დასაბუთებული სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვა, სადაც მიმოიხილეს ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლო პროცესების მსვლელობისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული.

დღის ამბები