18 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
ხელისუფლება საარჩევნოდ იმედს ასეთ ადამიანებზე ამყარებს - სალაძე აბაზოვის საქმის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თეიმურაზ აბაზოვის საქმეში პროკურატურამ დაუსაბუთებლად შეამცირა წარდგენილი ბრალდება.

საიას აზრით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით წახალისდა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა.

"იმ პირობებშიც კი, თუკი პროკურატურა მოხსნიდა და შეამცირებდა ბრალდების ნაწილს, ეს მაინც არ აძლევდა სასამართლოს თეიმურაზ აბაზოვის გამართლების საშუალება. მისი სტატუსის და როლის გათვალისწინებით, ჩვენ მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და მათ შორის, ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს გარკვეულ იმედის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს," - განაცხადა  სულხან სალაძემ.

მარნეულის ყოფილ მერს ბრალად ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედებოდა. სასამართლომ თემურ აბაზოვთან ერთად, ბრალდებული სამი პირიც გაამართლა.

"ვესაუბრე ბატონ ალახვერდიევს, ის არის ძალიან დიდ სტრესში, განიცდის. იმიტომ, რომ მას არ ეგონა, რომ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და ფაქტიურად, მისი ბრძოლა ამ ეტაპზე დამარცხებულია,“ - განაცხადა ადვოკატმა, ეკატერინე მიდოდაშვილმა.

ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია "ქართული ოცნებიდან," რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

2018 წლის 14 ივნისს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2018 წლის 13 დეკემბერს იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

 

დღის ამბები