20 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
კორონავირუსი საზღვრებს გარეშე - დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში რეკორდულადაა გაზრდილი

ეპიდემიის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ერთ დღე-ღამეში ჩინეთში 242 პაციენტი გარდაიცვალა და 15 ათასზე მეტს კორონავირუსი დაუდგინდა. გაზრდილ სტატისტიკას ვირუსის ახალი მეთოდით დიაგნოსტირებას უკავშირებენ. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კოვიდ-19 ის დადგენა ახალა უკვე კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება.

ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ლაინერზე 219 ადამიანს აღმოაჩნდა. ყველა მათგანს ვირუსი ჰონგ კონგელი მგზავრისგან გადაედო. ჯანმრთელები არიან იმ გემის მგზავრები, რომელსაც პორტში შესვლაზე უარი 5-მა ქვეყანამ უთხრა. ლაინერმა ტურისტული მოგზაურობა ჰონგ კონგიდან დაიწყო და ამის გამო ტაილანდმა, ფილიპინებმა, ტაივანმა, გუამმა და იაპონიამ სანაპირომდე არ მიუშვა. საბოლოოდ გემი კამბოჯამ მიიღო. მგზავრები სამედიცინო შემოწმების შემდეგ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან.

ტურისტულ გემებზე შექმნილ ვითარებას აკვირდებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჟენევაში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას იღებენ ჩინეთიდან, ეპიდემიის ეპიცენტრიდან და იმ 27 ქვეყნიდან, სადაც კოვიდ-19 დაფიქსირდა. 

დამაიმედებელი პროგნოზისა და პრევენციის ზომების მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა გერმანიასა და ბრიტანეთშიც. ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ქვეყანაში ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ჰონ კონგის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესი 1 თვით შეწყვიტა.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი 

 

დღის ამბები