20 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
მმართველი გუნდი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" ოპოზიციას პროცესების ვიწრო პარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბრალდებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, კითხვები არა გიგი უგულავას დამნაშავეობის მიმართებით გაჩნდა, არამედ იმაზე, სწორ დროს იქნა თუ არა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

"კითხვა გაჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით არა ვინმეს დამნაშავეობასთან მიმართებაში, არამედ იმასთან მიმართებაში, რომ ამ კონტექსტში, ამ სიტუაციაში რამდენად სწორად მოხდა გადაწყვეტილების გამოტანა.

საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს, მიეცემათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ, შეისწავლონ ეს საკითხები და დადონ ობიექტური შეფასება. თუ ოპოზიცია ამ შეფასებას არ ენდობა, მაშინ გამოდის, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ევროპარლამენტარებს, რაც იქნება ძალიან სამწუხარო," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები