18 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
გაჩეხილი ასწლოვანი ფიჭვები ქობულეთში - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

ქობულეთში რეკრეაციულ ზონაში ასწლოვანი ფიჭვები გაჩეხეს. ოპოზიციის თქმით, ტერიტორია, სადაც ხეების გაჩეხვა მოხდა, სამი წლის წინ, ზურაბ პატარიძის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად ყოფნის დროს კომპანია "კრისტალ ბილდინგს" გადაეცა იმ პირობით, რომ ადგილზე 240 მილიონი ლარის ინვესტიციით მრავალპროფილური სასტუმრო უნდა აშენებულიყო, თუმცა კომპანიას ვალდებულებები ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. ხეების მოჭრას ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც და განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სწორედ სასტუმროს მშენებლობაა. კომპანია ვალდებულებას იღებს პროექტის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე ახალი ნერგები დარგოს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი განუკითხაობა ადასტურებს იმას, თუ რა კორუფციაა მთავრობაში:

"ზურაბ პატარაძემ, იმდროინდელმა მთავრობის მეთაურმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ 2,5 მილიონად შეფასებული ქონება აჩუქა 1,6 მილიონად. იყო 200 მილიონის ინვესტიციაზე საუბარი და იდგმებოდა ერთი კორპუსი. დაიწყეს მეორე კორპუსის მშენებლობისათვის ქვაბულის მოწყობა, რასაც ეს ხეები შეეწირა. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა კორუფციაა დღეს საქართველოს მთავრობაში და აჭარის მთავრობაში და როგორ ანადგურებს ქვეყანას "ქართული ოცნება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მერაბ ცინცაბაძე.

დღის ამბები