18 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
სანამ საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან, იქნება პრობლემები - ზახაროვა

თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ეხმაურება. მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლების საქართველოში ჩასვლის საკითხს პროვოკატორები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ და პრობლემები იქამდე იქნება, სანამ საქართველოს შიდა ვითარება რუსეთიდან ვინმეს ჩასვლა-არ ჩასვლის საკითხზე იქნება დამოკიდებული. მოსკოვში აცხადებენ, რომ მაისში დაგეგმილ მინისტერიალს რუსული დელეგაცია დაესწრება, თუმცა მისი შემადგენლობა ამ ეტაპზე უცნობია.

"სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით, ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს.

იქამდე, სანამ საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები. იმის გამო თუ ვინ ჩამოვა შენთან, არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ,"- განაცხადა ზახაროვამ.

დღის ამბები