19 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
"გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე!" - ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

"გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე!" - ამ სახელწოდებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინელი ხალხი ქსენოფობიისა და რასიზმის მსხვერპლი გახდა, გარდა ამისა ჩინეთში პირბადეების დეფიციტია და ქვეყნები ჩინეთს ამ აუცილებელი სამედიცინო ნივთით ამარაგებენ.

თბილისში გამართულ აქციაში მონაწილეები საკუთარ სოლიდარობას სიმბოლურად სწორედ პირბადეების მიტანით გამოხატავდნენ.

"ეროვნული ბიბლიოთეკა სიმბოლურად მასპინძლობს აქციას, რომელსაც თვისობრივად სიმბოლური ხასიათი აქვს და რეალურად არის გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვა დანარჩენი ორგანიზაციები ვუცხადებთ ჩინელ ხალხს. აუცილებელია ცხადია პრევენცია, მაგრამ ნაკლებად აუცილებელია პანიკა და მით უფრო ქსენოფობია, ამიტომაც ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე," - განაცხადა პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

დღის ამბები