20 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას მოსკოვი რუსოფობიად აფასებს

ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას მოსკოვი რუსოფობიად აფასებს. ამასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩო განცხადებას "ფეისბუქზე" ავრცელებს.

რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ამერიკული სანქციები უსაფუძვლოა და ვაშინგტონს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. შტატებმა სანქციები სამ რუსულ კომპანიას რამდენიმე დღის წინ დაუწესა. შეზღუდვების მიზეზი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შტატების კანონის დარღვევა გახდა.

დღის ამბები