20 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
26 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 19 წლის მამაკაცის ანალიზის პასუხები კი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

ჩინეთიდან დაბრუნებული 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ჯერჯერობით ისევ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.

როგორც ცნობილია პაციენტმა ვირუსის სიმპტომებით სტაციონარს უკვე მეორედ მიმართა. 19 წლის მამაკაცს რესპირატორული დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ ჩინეთში აღენიშნებოდა, თუმცა იქ ჩატარებულმა ტესტმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედოვნებენ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება.

"გუშინ შეფასდა ეს პაციენტი როგორც შესაძლო შემთხვევა და კვლავ მოთავსებულ იქნა ჩვენთან, რათა ჩატარებოდა ტესტირება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. გუშინ წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყო. გუშინ მოთავსების მერე საღამოს ტემპერატურა აღარ ჰქონია, არც დღეს დილას აღარ ჰქონია ტემპერატურა.

მიუხედავად ამისა, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ აღებულ იქნა ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტირებისთვის და დღეს დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი ამ ტესტზე," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში, რამდენიმე დღის წინ, ჰოსპიტალიზირებულ მეორე პაციენტს, 26 წლის ქალს ე.წ. ჩინური ვირუსი არ დაუდასტურდა და ის უკვე საავადმყოფოდან გაწერილია.

დღის ამბები