03 აპრილი 2020,   05:54
ვრცლად
პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევამ გამჭირვალე პროცესს საფუძველი ჩაუყარა.

"მნიშვნელოვანი პროცესი, რომელშიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკვანძო ფუნქცია ჰქონდა, საქართველოს პარლამენტის მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე პროცედურების დადგენაა. ამ რეგულაციების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევამ, მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების ღია დემოკრატიულ პროცესს, საფუძველი ჩაუყარა," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

ანრი ოხანაშვილმა კი, მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებად სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შექმნა დაასახელა.

"მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის უპრეცენდენტოდ ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცედურა განისაზღვრა. ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავამოქმედეთ და ამით გაძლიერდა კონტროლი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები