19 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
დავით ზალკალიანი მიუნხენის 56-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

დავით ზალკალიანი მონაწილეობას, მიუნხენის 56-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს. 

14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. 

კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას თემატურ დისკუსიებში მიიღებს.

მათ შორის, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დისკუსიის მონაწილე იქნება - "The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial", რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ. 

ამასთან, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და აზიელ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები