17 თებერვალი 2020,   02:59
ვრცლად
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს აბაშაში ცეცხლი გაუჩნდა

აბაშაში  ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლის გაჩენის ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაუმართავი ელექტროობის გამო გაჩნდა.

როგორც "რუსთავი2"-ს ერთ-ერთმა  მგზავრმა მიაწოდა ინფორმაცია, რამდენიმე მგზავრს ბარგი დაეწვა. 

მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, შედეგად  არავინ დაზარალებულა.

ცნობილია, რომ მგაზვრების დანიშნულების ადგილამდე გადაყვანას სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფენ. 

როგორც "რუსთავი2"-ს რკინიგზის პრესსამსახურში განცუხადეს, ინფორმაციას მომხადრზე, რამდენიმე წუთში გაავრცელებენ. 

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები