23 თებერვალი 2020,   06:18
ვრცლად
არ მეგონა საქმე ამ დონემდე თუ მივიდოდა, გავიფუჭეთ წლების, წვალებით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნას უმრავლესობის სიჯიუტით ხსნის. მისი თქმით, ხელისუფლება მრავალი შეხვედრების მიუხედავად, შედეგებამდე ვერ მიდის.

"სულ უფრო მძიმდება ვითარება, მრავალი შეხვედრების მიუხედავად, ვერაფერს იგებს ჩვენი ხელისუფლება, ძალიან ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლება ასე ჯიუტად გააგრძელებს ყოფნას. გუშინ რაც მოხდა ეგეთი, რამ არ მომხდარა არასდროს, მოვუწოდებ ხელისუფლებას გზა და გამოსავალი არის კომპრომისი," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა. 

რეზოლუციის გარდა, თამარ ჩუგოშვილი შესაძლო მოსალოდნელ სანქციებზეც საუბრობს. მისი თქმით, მოულოდნელი არაფერია, თუმცა არ ჰგონია, რომ საქმე "დასჯამდე" მივიდეს.  

"არ მეგონა ოდესმე საქმე ამ დონემდე თუ მივიდოდა, გავიფუჭეთ წლების, წვალებით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია, სამწუხაროდ ახლა გასაკვირი და მოულოდნელი არაფერი არ არის, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საქმე სანქციებამდე მივიდეს," -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები