27 მაისი 2020,   01:42
ვრცლად
"საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა" ვაშინგტონში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა - ამ სათაურით სტატიას "ბლუმბერგი" აქვეყნებს

"საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა" ვაშინგტონში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა - ამ სათაურით სტატიას "ბლუმბერგი" აქვეყნებს. სტატიის მიხედვით დაქირავებული ლობისტები "ქართული ოცნების" მითითებებით იმუშავებენ.

ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების წერილების შემდეგ დასჭირდა. ავტორის აზრით, საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარება კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით შეეძლო.

"ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ფული ვერ შეცვლის," - წერს გამოცემა.

ავტორი საქართველოში განვითარებულ სხვა პოლიტიკურ მოვლენებზეც წერს.

"ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო,"- წერია სტატიაში.

დღის ამბები