17 თებერვალი 2020,   03:00
ვრცლად
დონალდ ტრამპი მაიკლ ბლუმბერგის წინააღმდეგ გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკლ ბლუმბერგის წინააღმდეგ გამოდის. თეთრი სახლის ლიდერის სამიზნე მილიარდერი ფილანტროპი კიდევ ერთხელ გახდა. ტრამპმა ბლუმბერგს "მინი მაიკ ლუზერი" უწოდა და აღნიშნა რომ ნიუ-იორკის ყოფილ მერს ფინანსური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ დებატების უნარი არ გააჩნია. ტრამპმა ბლუმბერგს ფიზიკური მონაცემებიც დაუწუნა, ამჯერად აქცენტი მის სიმაღლეზე გააკეთა და "163 სანტიმეტრის უსიცოცხლო ენერგიის მასა" უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკას ბლუმბგერიც გამოეხმაურა. ბიზნესმენმა ტრამპს "მყეფარე კლოუნი" უწოდა და აღნიშნა, რომ საკმარისი რესურსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე შტატების მოქმედი პრეზიდენტის დასამარცხებლად.

დღის ამბები