20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
"ჩრდილოვანი ბოსი" - ივანიშვილს ახალი მეტსახელი აქვს დასავლეთისთვის, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის - ვაშაძე "ბლუმბერგის" სტატიაზე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილი "ჩრდილოვან ბოსად" არის მოხსენებული.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული სტატია საზიანოა ქვეყნისთვის. 

"ახალი მეტსახელი აქვს დასავლეთისთვის ბიძინა ივანიშვილს - "ჩრდილოვანი ბოსი", რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მთავარი რა არის, რომ ვინც არ უნდა დაიქირავონ ლობისტები, შმობისტები, ვერაფერს ვერ იზამ, როცა შენ ანტისახელმწიფოებრივი დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ საქართველოში. ვერავის ვერ შეიყვან ვერც შეცდომაში, ვერც მოატყუებ, ვერც მედიებში შეკვეთილი სტატიები გიშველის, ვერაფერი ვერ გიშველის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამერიკული გამოცემის "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა.

დღის ამბები