18 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა

შეიარაღებულ თავდასხმას ჰონდურასში 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა და 2 დაშავდა.

სამხედრო ფორმაში გადაცმული პირები თავს ბადრაგს დაესხნენ და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის ალექსანდრ მენდოზას გათავისუფლება სცადეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მენდოზა სამართალდამცველებს სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ.

"ელ პორკის" სახელით ცნობილი ალექსანდრ მენდოზა 2015 წელს დააპატიმრეს. მას უკანონო ფორმირების წევრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დღის ამბები