20 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
დმანისში მოკლული 60 წლამდე ქალის ცხედარი სახლში გადაასვენეს - მკვლელობა სავარაუდოდ ყაჩაღობას უკავშირდება

დმანისში მოკლული 60 წლამდე ქალის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ქალის მკვლელობის ოფიციალური ვერსია და მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ყაჩაღობას უკავშირდება. გარდაცვლილ ქალი მაღაზიის მფლობელი იყო და მკვლელობაც სწორედ მას შემდეგ მოხდა, როცა მან მაღაზია დაკეტა და სახლში ბრუნდებოდა.

ადგილობრივების თქმით, ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

"აგერ გზაზე, 50 მეტრში, თითქმის სახლთან მოსული, შემთხვევით ნახეს. დარეკეს 112-ში, თვითონ სახლში უნდა დარჩენილიყო, მეუღლე უნდა წასულიყო მაღაზიაში," - აცხადებს ადგილობრივი.

უკვე გამოკითხულია გარდაცვლილი ქალის თითქმის ყველა მეზობელი და ის პირები, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები