25 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
რუსეთის აქტიურობა ყირიმსა და შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიული ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

მიუნხენის 56-ე კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დისკუსია გაიმართება. 

დისკუსიაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინისა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.

განხილვის მთავარი საკითხი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. 

"ძალიან შემაშფოთებელი სიტუაციაა. ვხედავთ რუსეთის აქტიურობას ყირიმსა და შავი ზღვის რეგიონში. ცხადია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის მოსკოვის აგრესია საფრთხის შემცველია, დღეს სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.

დღის ამბები