20 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
დაკავებულია პირი, რომელმაც 2 ველოსიპედი და 1 მოპედი მოიპარა 

პოლიციამ თბილისში ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ფოცხვერაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ დაკავებულმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა დროსა და ადგილზე 2 ველოსიპედი და 1 მოპედი მოიპარა, კიდევ 1 მოპედის მოპარვა სცადა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები