25 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
თბილისმა ბარსელონა დაამარცხა და Ryanair-ის ახალი მიმართულების გამარჯვებული გახდა

Ryanair-ის სოციალური ქსელების გამოკითხვაში, თუ რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები, თბილისმა გაიმარჯვა. 

ფინალში საქართველოს დედაქალაქთან ერთად ბარსელონაც იყო, თუმცა თბილისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

გამოკითხვის შედეგად, პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. ფინალში გასვლამდე თბილისმა რომი, სანტორინი, პარიზი, მალიორკა, ლონდონი დაამარცხა.
გამოკითხვის შედეგად Ryanair-ი 2020 წლის მიმართულებებში თბილისს დაამატებს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair ქართულ ავიაბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვიდა.

ავიაკომპანია უკვე დაფრინავს მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე.

დღის ამბები