20 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
აშკარად ჩანს საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე კიბერუსაფრთხოების ნაწილში - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან დღეს მიუნხენში ორმხრივ ფორმატში გამართული შეხვედრები შეაჯამა. გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გამოყო აუდიენცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. განვიხილეთ დეტალურად ის პროგრამები, რომლებიც ერთობლივი კოოპერირების შედეგად დღეს მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში მოხდა გადახალისება იმ პროგრამების, რომლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ასევე განვიხილეთ ჩვენი წარმომადგენლობა და საქართველოს კონტრიბუცია როგორც ავღანეთში ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. უკვე აშკარად ჩანს საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ისევე როგორც კიბერუსაფრთხოების ნაწილში და ეს ყველა ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება და საქართველო უნდა იყოს სანდო და სტაბილური პარტნიორი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები