19 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
ტრამპი კონგრესის თანხმობის გარეშე ირანში სამხედრო მოქმედებებს ვეღარ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის თანხმობის გარეშე ირანში სამხედრო მოქმედებებს ვეღარ დაიწყებს. რეზოლუციას მხარი შეერთებული შტატების სენატმა დაუჭირა.

დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა 55-მა სენატორმა 45-ის წინააღმდეგ მისცა. წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუციის პროექტი იანვარში მას შემდეგ მიიღო, რაც შტატების მიერ ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.

დღესვე შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები მის უწყებას მუშაობაში ხელს უშლის.

სენატის გადაწყვეტილების პარალელურად, მუქარა ისმის ირანში. ქვეყნის რევოლუციური გვარდიის მეთაური აცხადებს, რომ თუ ისრაელი და შტატები თეირანის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამენ, პასუხი უმკაცრესი იქნება. უფრო მეტიც, ირანი მზადაა მათ დაარტყას.

დღის ამბები