25 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
არ არის გამორიცხული გოგო აიძულონ თქვას, რომ ეს ყველაფერი მისივე ნებით მოხდა - სამირა ბაირამოვა მარნეულში მომხდარ გატაცებაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი აღნიშნავს, რომ ე.წ. მოტაცებები ადგილობრივებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რის გამოც საჭიროა შემუშავდეს გეგმა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული გატაცებულ გოგონას აიძულონ თქვას, რომ მისი სურვილით წაიყვანეს.

"ველოდებით საქმის დასრულებას, არ არის გამორიცხული გოგო აიძულონ თქვას, რომ ეს ყველაფერი მისივე ნებით მოხდა. ბიჭმა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, მიუხედავად იმისა, იტყვის, თუ არა გოგონა, რომ მისთვის ძალა არავის დაუტანებია, მაინც დასჯადია. პრობლემა სისტემაშია, რადგან პოლიციამ ვერ მოახერხა ამ შემთხვევაში ბავშვის უფლების დაცვა," - აცხადებს სამართალმცოდნე, სოციოლოგი და არასამთავრობო ორგანიზაციის "მერსი ქორფსის" წევრი, სამირა ბაირამოვა.

დღის ამბები