25 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
ავარიას გორთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას გორთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი მძღოლის გვერდით მჯდომი, 60 წლამდე ქალია. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ჯიპის მარკის ავტომობილს მართავდა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ბოძს შეეჯახა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტისას მანქანაში 2 ბავშვიც იმყოფებოდა. "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, მოზარდები არ დაშავებულან.

მომომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები