25 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა საქართველოს ტყეები გამოიყენოს წინასაარჩევნო მოსყიდვისთვის - ლაშა ჩხარტიშვილი

"ლეიბორისტული პარტია" ახალი ტყის კოდექსის მიღებასა და სხვა ნორმატიულ აქტებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. ლაშა ჩხარტიშილის განცხადებით, კანონპროექტი, რომლებიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის ლოიალობის მოპოვების შინაარსი უფრო აქვს.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს "ტყის კოდექსში", რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

"ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა საქართველოს ტყეები გამოიყენოს წინასაარჩევნო მოსყიდვისთვის, როგორც ეკლესიისთვის ასევე, კერძო პირებთან მიმართებაში. რაც სრულიად  დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ ვართ წინააღმდეგი ნებისმიერი მხარისათვის საქართველოს ტყეების საკუთრებაში გადაცემის, რადგანაც მათი უდიდესი ნაწილი ისედაც დეგრადირებულია. შესაბამისად მათი გაჩეხვა ან შეღობვა გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიო-მრავალფეროვნების განადგურებას," - აღნიშნა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა. 

დღის ამბები