20 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ხდება ტერიტორიების მონიშვნა, რადგან ოკუპანტებმა საზღვარი მაქსიმალურად გადმოწიონ - პაატა დავითაია

ოკუპირებულ ორჭოსანთან მანათობელი სასიგნალო მაშხალის გასროლის ფაქტზე, ოპოზიცია პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.​ "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, მოვლენების ამგვარი განვითარება შემაშფოთებელია, რადგან ოკუპანტების ქმდებები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს. 

"ბორდერიზაციას უფრო დამძიმებულ რეჟიმში განაგრძობენ, საუბარია ღობეების მშენებლობაზე, რასაც მოჰყვება ვიდეო კონტროლის დაყენება, რაც რეჟიმს კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახლა კი, გარკვეული ქმედებებიდან გამომდინარე, ტერიტორიების მონიშვნა ხდება, რადგან საზღვარი მაქსიმალურად გადმოწიონ. ის, რაც ამჯერად ხდება ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის დაძაბვას," - განაცხადა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. 

დღის ამბები