23 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
არასრულწლოვნის გატაცებაში ბრალდებულს, შესაძლოა, დღეს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდონ

არასრულწლოვნის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას, შესაძლოა, დღეს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდონ. 22 წლის მამაკაცს სამართალდამცველებმა ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიება დამნაშავეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.

სამართალმცოდნე სამირა ბაირამოვას თქმით, ხშირად ხდება, როდესაც მსგავს შემთხვევებში ოჯახებს შერიგებას აიძულებენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მედიისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის გამო, სავარაუდოდ, ასე არ მოხდება.

"აიძულებენ ხოლმე ერთმანეთს, მივიდნენ შერიგებამდე. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რადგან უკვე მედიაა ჩართული, გააშუქეს ეს მთელი პროცესი და სახალხო დამცველი იყო თავიდანვე ჩართული ამ საქმეში, უფრო ვფიქრობთ, რომ ეს ის შემთხვევა არ იქნება, რომ შერიგებამდე მივიდნენ. იმედი გვაქვს, რომ იმ ბიჭებს, 4 ბიჭია, ვინც ეს ჩაიდინა, დააკავებენ,"- განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

შეგახსენებთ, რომ ოთხმა უცნობმა არასრულწლოვანი დაოჯახების მიზნით მარნეულის ცენტრიდან მოიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა, მოტაცების ფაქტები - მსგავსი დანაშაული, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, უცხო არ არის და დამნაშავის დასჯაც, ოჯახების მორიგების გამო, ძირითადად, არ ხდება.

დღის ამბები