23 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
ქუთაისში ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა - დამწვარია ას კვადრატულ მეტრამდე ფართობი

რვა სამაშველო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული ღამით ქუთაისში,
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე.

დამწვარია ბაზრობის ას კვადრატულ მეტრამდე ფართობი, სადაც ადმინისტრაციის ოთახები იყო განთავსებული.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზარალებულან მეწარმეებიც.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

დღის ამბები