25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება - ვლადიმერ ბოჟაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას დადებითად აფასებს.

ვლადიმერ ბოჟაძის მოსაზრებით, ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენის პროცესს უკავშირდება. 

"პროკურორობის იმ კანდიდატებს შორის, რომელიც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული კანდიდატურა იყო ირაკლი შოთაძე. რაც შეეხება მის მეორედ დაბრუნებას, პირველ რიგში, ეს უკავშირდება მის პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, ის მუშაობდა ამ სტრუქტურაში, მოგეხსენებათ და, რა თქმა უნდა, ასევე უკავშირდება მის სახელს ხშირ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება, ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა და მე დარწმუნებული ვარ რომ მას პარლამენტი სრულად მხარს დაუჭერს,"- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები