25 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
კოკაინით სავსე 202 ჩემოდანი - კოსტა-რიკაში პოლიციამ 6 ტონამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

კოსტა-რიკაში პოლიციამ 6 ტონამდე კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება სატვირთო კონტეინერში განთავსებულ 202 ჩემოდანში ნახეს.

კონტეინერის ტვირთად, რომელიც ნიდერლანდებში უნდა გაეგზავნათ, დეკორატიული მცენარეები იყო რეგისტრირებული.

სამართალდამცველებმა სატვირთოს 46 წლის მძღოლი დააკავეს, რომელმაც კოკაინით სავსე კონტეინერი პორტამდე მიიტანა. კოსტარიკის ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის ისტორიაში ეს კოკაინის ამოღების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

დღის ამბები