16 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
"დიდი სცენის" სამი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

დაძაბული ნახევარფინალი და "დიდი სცენის" სამი ფინალისტი - მუსიკალური მეგაშოუ გუშინ ლუკა ჩაკვეტაძემ დატოვა.

ლუკა ჩაკვეტაძისა და მარიამ ქაჯაიას ენერგიული დუეტის შესრულების დროს მაყურებელმა გადაწყვეტილება მიიღო. 2 პროცენტიანი უპირატესობით პროექტში მარიამი დარჩა.

მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა ირაკლი კაპანაძემ დაიმსახურა. გუშინდელი ნახევარფინალის კიდევ ერთი ფავორიტი მარიამ ქაჯაია იყო. მაყურებლის და ჟიურის საერთო შეფასებით პროექტის მესამე ფინალისტი ცოტნე გელოვანი გახდა, თიკო ღაჭავა კი მუსიკალურ მარათონს გამოეთიშა.

მეგაშოუს პირველი სეზონის გამარჯვებული მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები