19 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
ქუთაისში "გაბედეს" წევრებსა და სასამართლოს მანდატურებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან მანდატურებს და  "გაბედეს" წევრებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მიზეზი სასამართლოსთან დაგეგმილი სოლიდარობის აქციაა.

"გაბედეს" წევრებს მანდატურებმა აქციის  შენობიდან მოშორებით ჩატარება მოთხოვეს, რასაც აქტივისტების უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, ისინი შენობიდან მოშორებით ჭიშკართან მართავდნენ აქციას.

მოძრაობის წევრის მიშა გეგეშიძის თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რადგან აქციის ჩატარება არ სურთ. 

"სიმბოლურად მოვედით სასამართლოსთან, რომ სოლოდარობა გამოგვეცხადებინა ჩვენი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს,  მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ არ მოგვცა ამის უფლება. თვითონ გვეუბნებიან, რომ შენობას 20 მეტრი უნდა მოვშორდეთ. არადა, გაცილებით შორს ვიდექით. უბრალოდ, არ სურთ აქცია გავმართოთ და ეს ხდება მიზანმიმართულად," - განაცხადა მიშა გეგეშიძემ.

მანდატურების თქმით, მეცხე მუხლით, ადმინისტრაციულ შენობასთან 20 მეტრში აქციის ჩატარების და მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეფერხების უფლება არ აქვთ.

დღის ამბები