ნატო რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ დიალოგს აწარმოებს – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკების მიუხედავად, რუსეთი მაინც არღვევს მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას.
სტოლტენბერგმა ფიგაროსთან ინტერვიუში ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სხვა სახელმწიფოს მისატაცებლად სამხედრო ძალის გამოყენებას ალიანსი ვერასდროს შეეგუება.