23 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
ოპოზიცია ირაკლი შოთაძის კენჭისყრის პარალელურად ხვალ პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს მოაწყობს

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს აქციებს არ მოაწყობს, პროტესტი ხვალისთვის იგეგმება. გეგმებზე ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ, პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად სირცხვილის დერეფნები მოეწყობა და გაიმართება საპროტესტო აქცია.

"ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას, შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ, იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, ჩვენ ვართ ერთიანები და არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება. 

ირაკლი შოთაძე - ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ლიდერების," - განაცხადა ვაშაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს იგეგმება, ხვალ კი მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. 

დღის ამბები