17 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია ჩაასწორა

ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია ჩაასწორა.

ორგანიზაციის პუბლიკაციის ის ნაწილი, სადაც ტელეკომპანია მთავრობის ინტერესების გამტარებლად იყო მოხსენიებული, ამოღებულია.

ორგანიზაციამ პუბლიკაციაში შეასწორა ინფორმაცია გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით და დოკუმენტში აღარ წერია, რომ ტელეკომპანია სხვა არხებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

ორგანიზაციამ  "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებზე სტატია გამოაქვეყანა.  მათ შორის, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილა.

დღის ამბები