24 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს გაფრთხილება მისცა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს გაფრთხილება მისცა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება მოსთხოვა.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა, საუბარი 3 დღის წინანდელ შემთხვევას შეეხო. საუბარია სოფელ უბისაში საამქროს სახურავის ჩამოშლაზე​, რის შედეგადაც ჩინეთის ორი მოქალაქე მსუბუქად დაზიანდა, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ მძიმე დაზიანებები მიიღო.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ შემთხვევას გავლენა არ მოუხდენია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებზე და სამშენებლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

დღის ამბები