23 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
იაპონიაში ტრადიციული "შიშველი ფესტივალი" გაიმართა

იაპონიის ქალაქ ოკაიამაში "შიშველი ფესტივალი" გაიმართა. როგორც CNN წერს, ფესტივალი ყოველწლიურია და მასში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

"ჰაკადა მაცურიში" მხოლოდ მამაკაცები ერთვებიან. ისინი ერთ-ერთი ტაძრის ირგვლივ მხოლოდ საცვლებით შემოსილნი დარბიან.

ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ტაძრიდან ნასროლი ჯოხების დაჭერაა, რაც მთელი წლის განმავლობაში იღბლიანობას ნიშნავს.

"შიშველ ფესტივალში" წელს ათი ათასზე მეტმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები