19 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
ჩემს კეთილმოწყობის საკითხებს, პარტია მექნება თუ ვისთან მექნება მესიჯობა, საზოგადოებას ან გავაცნობ ან არა - გიორგი მარგველაშვილი

აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ "კურიერი" საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას და ვის მოიაზრებს პარტნიორად.

"დავიწყე მუშაობა პოლიტიკურ კონტექსტში, მქონდა კონსულტაცია ჩემს გუნდთან და არა ერთი დისკუსია. პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი დღეს არის ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ზის, იმასთან არის საჭირო დღეს მუშაობა და იმათი გაძლიერება.

მე კვირიკაშვილს დავურეკავ თუ ალასანია მესიჯს გამომიგზავნის, თუ "ლელოს" ცალკე შევხვდები, ეს არის ცალკე სხვა ნაწილი. მთავარია პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა, ის მრგვალი მაგიდა "ლეიბორისტების" ოფისში არის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური პროცესის. 

ამ ჩემს კეთილმოწყობის საკითხებს, პარტია მექნება, ვისთან მექნება მესიჯობა, ვის ტელეფონზე დავურეკავ და ვის პირადად შევხვდები, ეს არის სხვა დეტალები, რომელსაც მე ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არ გავაცნობ," - უთხრა "კურიერს" საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პოსტი "ტვიტერზე" დაწერა.

"ავტორიტარიზმის არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება," - დაწერა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები